LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი ქალები მენსტრუაციის დროს შვებულებით ისარგებლებენ – პარლამენტი კანონზე მუშაობს

122

იტალია, სავარაუდოდ, პირველი დასავლური ქვეყანა გახდება, სადაც ქალები „მენსტრუალური შვებულებით“ ისარგებლებენ. „ინდეფენდენთის“ ცნობით, პარლამენტმა უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ქალები შეძლებენ, თვეში ერთხელ, მენსტრუაციის დროს ანაზღაურებადი სამდღიანი შვებულებებით ისარგებლონ.

ადგილობრივი მედია კანონპროექტს დადებითად აფასებს და ამბობენ, რომ პოზიტიური ნაბიჯია ქალების დასახმარებლად, ვისაც მძიმე მენტრუალური დღეები აქვთ. თუმცა, კანონპროექტს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ და მათ შორის დასაქმებული ქალებიც არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სამდღიანმა შვებულებებმა, შესაძლოა,  სამსახურში შეფერხებები გამოიწვიოს.  კრიტიკოსები ამბობენ, რომ თუ ქალებს შეეძლებათ, თვეში სამი დღე დაისვენონ, დამსაქმებლები შეეცდებიან, უმეტესად კაცები დაასაქმონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები