LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი შოუმენები მოურინიოს გაეღადავნენ: როგორ მიიღო ჟოზემ ხუმრობა (ფოტო)

95

იტალიელმა შოუმენებმა ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერის“ მაისური შეაჩეჩეს ანტონიო კონტეს გვარით.
პორტუგალიელი არ გამწყრალა.

სატირული შოუ Italia 1 Le Iene-ის წამყვანები ალესანდრო ონისი და სტეფანო კორტი „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელთან ხანმოკლე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომლის დროსაც მათ „ჩელსის“ მწვრთნელ ანტონიო კონტესთნ კონფლიქტზე კითხეს.

ბოლოს ონისმა და კორტიმ პორტუგალიელს თხოვეს „მანჩესტერის“ მაისურზე ავტოგრაფი დაეტოვებინა. მოურინიოს არ შეუმჩნევია, რომ ჯერსის ზურგზე კონტე და ნომერი 1 ეწერა. ჟოზეს ხუმრობა არ გაუტყდა და ფოტოც კი გადაიღო.

კონფლიქტი მოურინიოსა და კონტეს შორის ახალი წლის შემდეგ გაჩაღდა. პორტუგალიელმა და იტალიელმა პრესის მეშვეობით ერთმანეთის მიმართ მკვახე შენიშვნები არ დაიშურეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები