LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის 10 ულამაზესი ქალაქი, რომელსაც ტურისტები იშვიათად სტუმრობენ

1075

თუ რომში ან მილანში უკვე იმოგზაურეთ და ფიქრობთ, რომ იტალია მეტი ვერაფრით გაგაკვირვებთ, გაემგზავრეთ კრუიზში Costa Cruises-ის ბორანით და მოინახულეთ ათი ულამაზესი ქალაქი, რომელთაც ტურისტები იშვიათად სტუმრობენ.

ორიგინალური პროექტი, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრომ შეიმუშავა ასოციაციათან I borghi più belli d’Italia („იტალიის ყველაზე ლამაზი ქალაქები) ერთად, სტრანდარტული ტურისტული პროგრამის ალტერნატიულ მარშრუტს ითვალისწინებს, კომპანიონობას ექსკურსანტებს კი, ადგილობრივები უწევენ, რომლებიც მოგზაურებს მშობლიური ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და ისტორიას, ტრადიციებსა და სამზარეულოს აცნობენ.

მონტემარჩელო, ლიგურია – აუცილებლად უნდა ნახოთ: ვიწრო ქუჩები შუასაუკუნეების ქვის თაღებითა და სან პიეტროს აღორძინების ეპოქის ტაძრით, უძველესი ციხე-სიმაგრე და პუნტო კორვოს პანორამული მოედანი ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლეზე, სადაც ლურჯი ცა, ტყისა და ბალახის სიმწვანეში ეფლობა.

სებორგა, ლიგურია – აუცილებლად უნდა ნახოთ: შუასაუკუნეების კარიბჭე და ციხე-სიმაგრე, ტამპლიერების მონოლითური სახლი, სან მარტინოს ბაროკოს ეპოქის ეკლესია და მონაზონთა სავანე, რომელმაც მე-17 საუკუნის სამეფო სასახლის ნანგრევები შემოინახა.

არკუა-პეტრარკა, ვენეტო – აუცილებლად უნდა ნახოთ: მდიდარი ვენეციელების ტუფის სააგარაკო სახლები და უძველესი აბანოები, პეტრარკას შადრევანი და საფლავი ვერონის წითელი მარმარილოს ქვით.

ორვიეტო, უმბრია – აუცილებლად უნდა ნახოთ: ვულკანური კლდეები და ტუფით ნაშენი კედლები, გოთიკური ტაძარი და უზარმაზარი ჭა მიწისქვეშა ლაბირინთში.

ჩივიტა დი ბანიორეჯო, ლაციო – ვულკანური გორაკი, რომელზეც ჩივიტაა გაშენებული ეროზიის გამო ნელ-ნელა იშლება, სწორედ ამიტომ უწოდა მას წმინდა სან ბონავენტურა ტეჩიმ „მომაკვდავი ქალაქი“. სოფლის სურრეალისტური პეიზაჟი თავისი მუქი ფერებით საოცარ კონტრასტს ქმნის გორაკის ოქროსფერ შეფერიოლობასთან, რაც ჩივიტას მართლაც უნიკალურ ადგილად აქცევს.

ლოკოროტონდო, აპულია – ტრულების (სწორედ ასე ჰქვია აპულიას ტრადიციულ სახლებს) ველზე ლოკოროტონდო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია, რომელიც თითქოს ქვის კედლებში მოქცეული ზვარის მოზაიკითა და ზეთისხილის ვერიცხლისფერი კორომებითაა მორთული. ლოკოროტონდო თეთრი კირითაა ნაშენი, რომელიც ხაზს უსვამს ბაროკოს ეპოქის არქიტექტურის დიდებულებას.

კასტილიონე, სიცილია – აუცილებლად უნდა ნახოთ: ვულკანური ლავისგან შექმნილი ქუჩები, წმინდა ანტონიოს ბაროკოს ეპოქის ეკლესია და წმინდა ბენედიქტის მე-18 საუკუნის მონასტერი.

მონტალბანო – ელიკონა, სიცილია – არაბულ და ბიზანტურ ნაქალაქარზე აგებული ციხე-სიმაგრე, რომელიც თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობად ითვლება, ფრედერიკ მეორე არაგონელის წყალობით შეიქმნა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ციხის მშენებლობას.

სალემი, სიცილია – აუცილებლად უნდა ნახოთ: უძველესი ციხე-სიმაგრე და კირით ნაშენი სახლები, ებრაული კვარტალი გიდეკა და მუსულმანური რაიონი რაბატო. სალემს ხშირად „პურის ქალაქსაც“ უწოდებენ, რადგან ადგილობრივი ხაბაზები საუკუნეების მანძილზე აცხობდნენ უგემრიელეს პურს და დღესაც სიამოვნებით აწყობენ საინტერესო ფესტივალებსა და პურის დღესასწაულებს.

ატრანი, კამპანია – აუცილებლად უნდა ნახოთ: კიბედ ქცეული ქუჩები, თითქოს ერთმანეთზე ნაშენი სახლები და ადგილობრივ მეთევზეთა ლამფარებით განათებული ულამაზესი პლაჟი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები