LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის პოლიციამ „კოზა ნოსტრას“ წევრები დააკავა

101

იტალიის პოლიციამ სიცილიაზე, ტრაპანის პროვინციაში, მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, „კოზა ნოსტრას“ ლიდერის, მატეო მესინა დენაროს, გარემოცვის 22 წევრი დააკავა.

ოპერაცია ქალაქ პალერმოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა. პალერმოს პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიებამ „კოზა ნოსტრას“ ცალკეულ ლიდერებს შორის კავშირის არხები გამოავლინა და მოიპოვა ე.წ. დაშიფრული გზავნილები, რომლებსაც დენარო მაფიის სხვა ლიდერებს უგზავნიდა.

აღსანიშნავია, რომ 56 წლის მატეო მესინა დენარო, მეტსახელად „მჭლე“, ძებნაში მყოფი მსოფლიოს ათი ყველაზე საშიში დამნაშავის სიაში შედის. მრავალი წლის განმავლობაში ის სიციალიაში მოქმედ რამდენიმე გავლენიან დანაშაულებრივ დაჯგუფებას მეთაურობს. 2006 წლის აპრილში „კოზა ნოსტრას“ „ნათლიმამის“, ბერნარდო პროვენცანოს, დაკავების შემდეგ დაჯგუფების ახალი ლიდერი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები