LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის პოლიციამ მაფიოზურ დაჯგუფებასთან კავშირში ბრალდებით 24 ადამიანი დააკავა

125

იტალიის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, მაფიოზურ დაჯგუფება „ნდრანგეტასთან“ კავშირში ბრალდებით 24 ადამიანი დააკავა.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ANSA იუწყება.

პოლიცია ლომბარდიის რეგიონში მაფიის ბიზნესსა და პოლიტიკაში შეღწევას იძიებს. დაკავებულებს ბრალად გამოძალვა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაც ედებათ.

21 პირს პატიმრობა შეეფარდა, კიდევ სამი, მათ შორის ქალაქ სერეგნოს მერი, შინაპატიმრობაში იმყოფება.

გამოძიების მტკიცებით, ქალაქ სერეგნოს მერმა „ნდრანგეტასთან“ დაკავშირებულ მეწარმეს პრეფერენციები მიანიჭა. კერძოდ, მას სამშენებლო კონტრაქტი გადასცა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

სერეგნოს მერის გარდა, ოპერაციის ფარგლებში კიდევ ორი ადგილობრივი საჯარო მოხელეა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები