LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაფიის „ბოსისთვის“ ჩამორთმეული ტოსკანური ვილის აუზში დემონსტრაციულად გაცურა

121

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ მაფიის ერთ-ერთი „ბოსისთვის“ ჩამორთმეული ტოსკანური ლის აუზში დემონსტრაციულად გაცურა.

სალვინიმ აუზს ერთი წრე ჟურნალისტების თანდასწრებით დაარტყა, რითაც, როგორც თავად აღნიშნა, იმის დემონსტრირება მოახდინა, თუ რამდენად პრიორიტეტულია მისი პოსტზე მუშაობისას მაფიასთან ბრძოლა. „ჩვენ ეს ბატონები ქვედა საცვლებით უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მატეო სალვინი გამოდის ინიციატივით, რომ დაკანონდეს კონფისკაციის პროცედურა, რათა ჩამორთმეული ობიექტების სხვა მიზნებისთვის გარდაქმნა მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები