LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის სტადიონები, რომელიც 21-ე საუკუნეში უბრალოდ სირცხვილია (ფოტოები)

524

დღეს იტალიის სერია ა იღებს სტარტს. იტალიური ფეხბურთი ცდილობს გამოვიდეს ბოლო წლების კრიზისიდან და კვლავ დაეწიოს და გაუსწროს სხვა მოწინავე ქვეყნებს, თუმცა ამ ქვეყანას რჩება ერთი დიდი პრობლემა – სტადიონები.

„ნაპოლის“ მწვრთნელი მაურისიო სარი ამბობდა:
„სამწუხაროდ, იტალიური ფეხბურთი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩება. წარმოუდგენელია, რომ იტალიაში ვერ ვშოულობთ ფულს სიტუაციის გამოსასწორებლად. ის, რომ ჩვენი მოედნები ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, საკამათო არ არის“.

აგერ მისი სიტყვების ოთხი აშკარა დამადასტურებელი ფაქტი.

 

სტადიო ოლიმპიკო, რომი

აგებულია 1928 წელს, გაიხსნა – 1937 წელს. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა – 1953, 1990 და 2008 წლებში.

სტადიონზე დიდი დატვირთვა მოდის. აქ თამაშობენ „რომა“, „ლაციო“ და იტალიის ნაკრები. ასევე იმართება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.

გარდა ამისა, ზოგიერთი სექტორიდან უბრალოდ შეუძლებელია ფეხბურთის ყურება.

 

არტემიო ფრანკი, ფლორენცია

გაიხსნა 1931 წელს, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1990 წელს. იტალიური კულტურის ავლადიდებად კი მიიჩნევენ, მაგრამ ძლიან მოძველებულად კი გამოიყურება.

 

1990 წლამდე სარბენი ბილიკები იყო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ აიღეს, ადგილების გაზრდის მიზნით.

ხედი ტრიბუნებიდან

აძური დ`იტალია, ბერგამო

გაიხსნა 1928 წელს, რეკონსტრუირებულია – 1949, 1984 და 2015 წლებში.

ბოლო რეკონსტრუქციამ ასე თუ ისე თანამედროვე სახე მისცა, ოღონდ მხოლოდ ცენტრალურ ტრიბუნებს. სხვები ისევ ძველი საუკუნისაა.

გვერდითა სექტორები კვლავაც ნაცრისფერი ბეტონის საფეხურებია.

სან პაოლო, ნეაპოლი

გაიხსნა 1959 წელს, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1989 წელს.

სტადიონი ცარიელი და გაშიშვლებული უკვე მიახლოებისას გეგონება.

ტრიბუნები ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამძფრებენ.

ქომაგების ერთ-ერთი პრეტენზია – ცუდი ხილვადობა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც კი საშინაო მატჩებს შინ ტელევიზორში ყურებს.

განადგურებული სავარძლები – „სან პაოლოსთვის“ ნორმალური სიტუაციაა. 2016 წელს სტადიონის განახლებისთვის 25 მილიონი ევრო გამოიყო, მაგრამ უკეთ მაინც არ გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები