LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ბიზნესი საქართველოს ენერგოსექტორით დაინტერესდა

63

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალი და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები გააცნო.

ჩიქოვანმა პრეზეტაცია საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 160-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. როგორც გიორგი ჩიქოვანი ამბობს, 2017 წელს და 2018 წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 197 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 7%-ს შეადგენს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით საქმიანობენ: თურქული, ჩინური, ესტონური, ინდური, სამხრეთ კორეული, ბულგარული, ამერიკული, ნორვეგიული, ავსტრიული კომპანიები.

აღსანიშნავია, რომ იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებმა საქართველოს ენერგეტიკის საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები