LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური Simest საქართველოში ინვესტირებას განიხილავს

60

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში იტალიური კომპანია Simest-ის აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტი სალვადორე რებეკინი მიიღო, რომელიც საქართველოში ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე სალვადორე რებეკინიმ Simest-ი ჯგუფის შესახებ ფონდის მენეჯმენტს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კომპანია მსოფლიო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და პირდაპირი ინვესტიციებისა და ექსპორტის საკრედიტო მხარდაჭერით ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. SIMEST არის ევროპული განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ასოციაციის(EDFI ) წევრი და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.

Simest-ის აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტმა და „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა შეხვედრაზე ფონდში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით გაამახვილეს ყურადღება. განიხილეს იტალიური კომპანია Simest-ის ჩართულობის საკითხები და ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპეტივებზე. საუბარი შეეხო როგორც სოფლის მეურნების, ასევე, ჯანდაცვის სფეროში განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს.

SIMEST-ი აკონტროლებს SACE-ს აქციებს, რომელთანაც „საპარტნიორო ფონდი“ აქტიურად თანამშრომლობს. ექსპორტის ხელშეწყობის ცნობილ იტალიურ სააგენტო SACE-სთან ერთად „საპარტნიორო ფონდი“ იმ პროდუქტებისა და პროცედურების შექმნაზე მუშაობს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ჩამოყალიბებას. სააგენტო ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოიპოვონ ფინანსირება ექსპორტის შესაძლებლობებისა და საექსპორტო ბაზრის გასაფართოებლად.

SACE  არის ფინანსური მომსახურების ლიდერი სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო პროდუქტების სპექტრს სთავაზობს, როგორიცაა, დოკუმენტური დაკრედიტება, პოლიტიკური და საკრედიტო რისკების დაზღვევა, ფინანსური გარანტიები და ფაქტორინგული ოპერაციები. ჯგუფის ოპერაციების მოცულობა 70 მლრდ. დოლარს შეადგენს, რომელიც მსოფლიოს 189 ქვეყანას მოიცავს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები