LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუგოსლავია ერთიანდება: ბალკანელები ჩემპიონთა ლიგას ბაძავენ

72

ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების კლუბებმა შესაძლოა ერთ ჩემპიონატში ითამაშონ. ამის შესახებ ინფორმაციას Times.si ავრცელებს, რომლის ცნობით სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, სლოვენიის, ხორვატიისა და მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს უეფასთან მოლაპარაკება ერთიანი ლიგის შექმნის თაობაზე.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში უკვე შედგა ერთიანი ლიგის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც დადებითად შეაფასეს უეფას სლოვენიელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ და დირექტორთა საბჭოს წევრმა ჯორჯო მარკეტიმ.

პროექტის მიხედვით, ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგის ფორმატით უნდა გაიმართოს, სადაც გუნდები 6 ოთხადგილიან ჯგუფში გადანაწილდებიან, შემდეგ გაიმართება პლეი-ოფები და ბოლოს, ნეიტრალურ სტადიონზე ფინალი შედგება. ფინალში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მეორეადგილოსანი გუნდი კი ევროპის ლიგაზე.

ქვეყნების წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იქნება. ბალკანეთის ქვეყნების ერთიანი საფეხბურთო ჩემპიონატი აღნიშნული პროექტის მიხედვით პირველად სავარაუდოდ 2018 წელს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები