LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იულია სკრიპალი სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს

100

იულია სკრიპალი სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია, 4 მარტს გადაიყვანეს.

2006 წელს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სერგეი სკრიპალს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას 1990-იან წლებში სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა და ის ოფიციალურ ლონდონს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას გადასცემდა.

2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სკრიპალი და ჯაშუშობისთვის გასამართლებული კიდევ ორი პირი შეიწყალა და აშშ-ში დაკავებულ 10 ადამიანზე გაცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები