LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ კომიტეტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დასრულდა

24

პარლამენტის იურიდიულმა კომიტიტეტმა ვეტოს განხილვა დაასრულა, კენჭისყრები კი სხდომის დასრულების შემდეგ შედგება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურის და ბრალდებების ფონზე მიმდინარებდა.

“ამ ქვეყანაში გადაწყვეტიებეი მიიღება ერთპარტიულად. ერთ მხარესაა საზოგადოება, არასამთავრობოები, მეორე მხარეს თქვენ, ოცნება, რომელიც ახირებას ისრულებს”, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ. 

“ფაქტი არის ერთი – ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა ცვლილებები. ის რაც სიმართლეა, ამაზე პასუხები ვერ მივიღეთ. შეურაცყოფა არ მიმიყენებია დაიცავით საჯარო მოხელის ეთიკა”, –  განაცხაა ანრი ოხანაშვილმა. 

“არ არის სწორი დაპირიპირება. სამწუხაროა, რომ არგუმენტები ჩვენ ქალბატონი ანასგან (დოლიძისგან) ვერ მივიღეთ. არ გვაქვს ჩვენ მასზე ცუდი წარმოდგენა, მაგრამ არგუმენტები არ აქვს. კითხვაზე – კარგია თუ არა 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, პასუხი არის – იქნებ კითხვა რთული ქვეწყობილი წინადადებით დამისვათო. ეს არის სახე ვეტოსი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ხვალ “ქართული ოცნება” ვეტოს დასაძლევად ემზადება. პლენარული სესია 11 საათზეა ჩანიშნული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები