LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შალვა თადუმაძის მოსმენა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს

106

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი შალვა თადუმაძის მოსმენა საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

დღესვე, თადუმაძის კანდიდატურა ასარჩევად რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გავა.

მთავარი პროკურორის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ დაკავებული თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები