LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუსკი” საქართველოში 1 ოქტომბერს 2 წლის ხდება

1194

„იუსკის” მაღაზიათა ქსელი საქართველოში შემოსვლის 2 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ 2 წელია, რაც ცნობილი სკანდინავიური ბრენდი ქართულ ბაზარზე წარმატებულად საქმიანობს.

„საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გვსურს გავახაროთ ჩვენი ერთგული მომხმარებლები, რადგან ჩვენი წარმატებული მუშაობა მათი ჩვენდამი გამოცხადებული ნდობის დამსახურებაა და 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ვთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას სრულ ასორტიმენტზე.  ფასდაკლება გავრცელდება  „იუსკის” ყველა ფილიალში, როგორც თბილისში, ისე ბათუმში. გარდა ამისა, ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს, ჩვენს მაღაზიებში, დახვდებათ ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა, უამრავი სიურპრიზი და რაც მთავარია საჩუქრები შენაძენზე”, – აცხადებენ მაღაზიათა ქსელში.

მათივე ინფორმაციით, 29-30 სექტემბერს გაიმართება ღამის შოპინგი და ყველა ფილიალი, გარდა „გალერია თბილისისა”, იმუშავებს ღამის 12 საათამდე. ამასთან, „იუსკის” ყველა ფილიალში მისულ მომხმარებელს დახვდება ახალი კოლექცია.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე საცალო ვაჭრობის სკანდინავიური ბრენდი 2016 წლის სექტემბერში შემოვიდა.

 „იუსკი” (JYSK) არის  გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს “ყველაფერი სახლისთვის” პრინციპით. პირველი მაღაზია მისმა მფლობელმა ბნ. ლარსლარსენმა დანიაში, ქ. აარჰუსში 1979 წელს გახსნა. ამ ეტაპზე“იუსკ გრუფ”-ს 50 ქვეყანაში 2,580-ზე მეტი მაღაზია აქვს 22,000-ზე მეტი თანამშრომლით. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით საქართველოც შეუერთდა 2016 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები