LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის საბჭომ 22 მოსამართლე აირჩია

39

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დასრულდა.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თქმით,  30 ვაკანტურ ადგილზე გამწესდა 22 მოსამართლე.
“დღეს დამთავრდა კონკურსის მესამე ეტაპი, ანუ კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად საერთო სასამართლოების სისტემაში 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, მათგან 8 არის ყოფილი მოსამართლე, 3 – იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და 11 მოქმედი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა 8 ადგილი”, -განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები