იუსტიციის სახლთან ზვიად კუპრავა დააკავეს

32

იუსტიციის სახლთან „სამართალდამცველთა რეფორმირების“ ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად ორი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან ზვიად კუპრავა რამდენიმე პირთან ერთად იმ ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმას ცდილობდა, რომლებიც, მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავების ქმედებებს შეეწირნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები