LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სამინისტრო – ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის

134

ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, მერაბიშვილმა გამოკვლევისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი საათი დაჰყო. „ციხის სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა საჭიროდ შემოწმება სამედიცინო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და დღეს საღამოს მოხდა გადაყვანა. დანიშნულების მიცემის შემდეგ ვანო მერაბიშვილი დაბრუნდა და ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მერაბიშვილმა კლინიკაში დაჰყო სულ ერთი საათი“, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები