LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული, თანამდებობიდან შესაძლოა საბჭომ გაათავისუფლოს

34

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც საბჭოში პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული, თანამდებობიდან შესაძლოა თავად საბჭომ გაათავისუფლოს. ამის საფუძველი კი ის ინიციატივა გახდეს, რომელიც საბჭოს წევრების ნაწილმა წარადგინა და რომლითაც დისციპლინური პასუხისმგებლობა საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს.

ინიციატივის თანახმად, საბჭოს ყველა წევრზე უნდა დაწესდეს ერთიანი დეონტოლოგიური ვალდებულებები, რომელთა დარღვევა მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად და საბჭოს წევრს შეეფარდება დისციპლინური სახდელი, მათ შორის დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, თანამდებობიდან გათავისუფლებაც. საბჭოს წევრებს, ასევე, უნდა შეეზღუდოთ აშკარა უხამსობისა და ცილისწამების ტირაჟირების შესაძლებლობა.

ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ დეონტოლოგიური ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე საბჭოს წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი იმავე წესით უნდა გადაწყდეს, რაც განსაზღვრულია მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის. სადისციპლინო პალატის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე კი, პირდაპირ უნდა იწვევდეს სამართლებრივ შედეგს, მათ შორის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რასაც საბჭოს წევრის თანამდებობაზე გამამწესებელი სუბიექტი (საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი) მიიღებს ცნობად, უშუალოდ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები