LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე გახდა

81

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას მხარი საბჭოს 246 წევრმა დაუჭირა, მეორე კანდიდატს რევაზ ნადარაიას კი 25 ხმა ჰქონდა.

გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა. მან ლევან მურუსიძე შეცვალა.

გიორგი მიქაუტაძე ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა. როგორც მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობას დატოვებს.

დღეს მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია აირჩიეს. ოთხივე წევრს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები