LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივ სენ ლორანის“ ბრენდის თანადამფუძნებელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

152

„ივ სენ ლორანის“ ბრენდის თანადამფუძნებელი პიერ ბერჟი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფრანგული მოდის სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, 1974 წლიდან ფრანგი დიზაინერების გაერთიანების პრეზიდენტი იყო, 12 წლის შემდეგ კი ფრანგული მოდის ინსტიტუტი დააფუძნა.

ფრანგული გამოცემები ბერჟს საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს უწოდებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები