LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე მაჭავარიანი OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს შეხვდა

73

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს პასკალ სან-ამანსის შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა თბილისში OECD-ის რეგიონალური ფორუმის ფარგლებში შედგა. ფინანსთა მინისტრმა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, შეხვედრაზე საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში არსებული წარმატებები და გამოწვევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საგადასახადო მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განხორციელებული რეფორმების წარმატებული მაგალითია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებას, საერთაშორისო დაბეგვრის სისტემის რეფორმირების პროცესში საერთო მიდგომების შემუშავებას. შეხვედრაზე OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს საქართველოსა და OECD-ს შორის პარტნიორობისთვის, ასევე თბილისში რეგიონალური ფორუმის მასპინძლობისთვის. მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები