LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ქურასბედიანის მონოსპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება (ვიდეო)

485

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრის წარმოდგენა „მე – ნიკოლაი გუმილიოვი!“ 4 ოქტომბერს მოსკოვის X საერთაშორისო მონოსპექტაკლების ფესტივალზე  SOLO-ზე წარდგება.

გარდა ქართული სპექტალისა, წელს საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი იქნება 18 სპექტაკლი იტალიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან  და რუსეთიდან.

სპექტაკლის „მე – ნიკოლაი გუმილიოვი!“ დადგმა და სცენური ვერსია ეკუთვნის რეჟისორ ლევონ უზუნიანს. მთავარ როლშია გრიბოედოვის თეატრის წამყვანი მსახიობი ივანე ქურასბედიანი.

სპექტაკლში გამოყენებულია გუმილიოვის ლექსები საქართველოზე, მოგონებები, უნიკალური საარქივო მასალები.

გამოჩენილი რუსი პოეტის ნიკოლაი გუმილიოვის შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია საქართველოსთან. მან ბავშვობის წლები თბილისში გაატარა და შემდგომაც ხშირად სტუმრობდა საქართველოს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მაისში სპექტაკლმა „მე – ნიკოლაი  გუმილიოვი!“ დაიმსახურა XVI მონოპიესების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „არმმონო“ დიპლომი (ერევანი, სომხეთი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები