LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენას არ დაესწრება?! – თალაკვაძის განმარტება

61

რატომ არ დაესწრება ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენას – ამ კითხვაზე პასუხის გაგება ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საპარლამენტი უმრავლესობის ლიდერისგან არჩილ თალაკვაძისგან სცადა.

არჩილ თალაკვაძე: საიდან იცით რომ არ დაესწრება?

ინგა გრიგოლია: შემიძლია, რომ სანაძლეო დაგიდოთ, ხვალ ბიძინა ივანიშვილი კახი კალაძის წარდგენისას მთაწმინდაზე არ იქნება.

არჩილ თალაკვაძემ ერთგვარი წინასწარი განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ არ დაესწრება ივანიშვილი კალაძის ხვალიდნელ წარდგომას.

თუმცა, ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ხვალ კალაძის გვერდით არ იდგება, მან პირდაპირ არ დაადასტურა.

“კახა კალაძეს აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და ჩვენ პოლიტიკურ პროცესებს წარვმართავთ წარმატებით. არც უცნაურად არ მეჩვენება ის, რომ ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობას აღარ მიიღებდა, დატოვა პოლიტიკური პროცესი. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ქართული ოცნება ძალიან გაძლიერდა და უფრო ეფექტურად წარმართავს მმართველობას ქვეყანაში. ეს მხოლოდ ამაზე მიუთითებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ოცნების შიგნით, ამ ცნობას სიცრუეს უწოდებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები