LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი მის ძარცვაში ბრალდებულ ბანკირს პრემიას უხდიდა

45

ბიძინა ივანიშვილის საქმის სასამართლო პროცესიდან ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილი მის ძარცვაში ბრალდებულ ბანკირს პრემიას უხდიდა. „კრედიტ სუისის“ ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის, სასამართლო მოსმენა ჟენევაში დასრულდა.

პროცესის მიმდინარეობისას 1.5 მილიონი გაანულეს, რადგან დადგინდა, რომ ამ თანხის შესახებ „კრედიტ სუისს” ინფორმაცია არ ჰქონდა. ვინაიდან კლიენტმა, ბიძინა ივანიშვილმა, ბანკირის დასაჩუქრება გადაწყვიტა, მიღებული თანხა კრიმინალად არ განიხილება და ამ თანხას ლესკადრონს ვეღარ ჩამოართმევენ.

სამი მოსამართლე ლესკადრონს განაჩენს 9 თებერვალს გამოუტანს. ის ყოფილი კლიენტების ფულს თაღლითურად მართავდა. კლიენტებს შორის არის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები