LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება – “ქართულ ოცნებას” ყოფილი პრემიერი უხელმძღვანელებს

82

“ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, მან დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.

„დადგა აუცილებლობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია “ქართული ოცნება”. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფო საკითებთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია რამდენად  დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დაამაარსებლის, ბატონი იავნიშვილის, ფაქტორი. მინდა, გითხრათ, მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ მან თანხმობა განაცხადა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, “ივანიშვილს შეუძლია, გააძლიეროს მთავრი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში”.

ამასთან, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რასაც მოჰყვება ყრილობა, სადაც დელეგატები აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ. ასევე არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები