LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში – ირაკლი კობახიძე

81

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ინფორმაციით,  პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში.

“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერის ინიციატივით, მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ის ბრუნდება პოლიტიკაში. შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ ის დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი. ის სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყევტილებებზე.

“ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის – პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ ბატონო ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და ის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამ თანამდებობისთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესაბამისად,” – დასძინა კობახიძემ

პარლამენტის თავმჯდომარის  განმარტებით,  ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პარტია “ქართული ოცნების ” გაძლიერების მიზნით  ბრუნდება და  არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლანდელმა ლიდერებმა პარტიის კონსოლიდაცია ვერ შეძლეს.

“არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე. ამას სჭირდება შესაბამისი დროც. ამისთვის საჭირო დრო, ბუნებრივია, სამწუხაროდ, ნაკლებად აქვთ პრემიერ-მინისტრს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, ჰქონდა კონკრეტული მიზეზები ამ გადაწყვეტილებებს, თუმცა, ყველაფერს უნდა შევხედოთ პოზიტიურად, ნუ მისცემთ ნეგატიურ მიმართულებას. ჩვენი ამოცანა არის პარტიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად პარტიული სისტემის განვითარებისთვის საქართველოში,” – განაცხადა კობახიძემ.

განცხადება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები