LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი სააკაშვილზე: სად ჩამომსვლელია ეს საცოდავი, ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს

40

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ დაბრუნდება, რადგან ეშინია. ქვემო ქართლში მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი „ვერდიქტი იქნება“.

 

„ჯერ „რუსთავი 2“ რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის ეტალონი? – სიცრუის ეტალონად კი გამოდგებოდა ნამდვილად. მაგისგან ნახსენები წარღვნა ნუ დაძაბავს მოსახლეობას. მე მგონი, საკუთარი გუნდის შემაგრებას აგრძელებს, რომ არ ჩამოეშალოს ბოლომდე, რომ ჩამოვალ და რაღაც საოცრებებს მოვახდენო. სად ჩამომსვლელია ეს საცოდავი, ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს“.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმითვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება არ გააყალბებს და თავად არანაირი შანსი არ აქვთ გამარჯვების.

 

„სააკაშვილი ცდილობს, როგორმე გუნდი მოიყვანოს და მერე წარღვნას დავაფუძნებო მე და გადავატრიალებთ, ავატრიალებთო. არაფრის თავი არა აქვთ მაგ საცოდავებს, ზის იქ, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოვიდეს, საკუთარ სახელმწიფოს ელემენტარული პატივი სცეს“.

 

 

 

პოპულალურები