LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი შენს წონაში არ გამოდის, საყვარელო და პირი გამოირეცხე – დაპირისპირება პარლამენტში

102

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების განხილვას დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

ოპოზიცია უმრავლესობისგან პასუხს ითხოვდა, თუ რატომ არ განმუხტა დროულად პოლიციამ ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე დაპირისპირება.

“ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები მმართველ გუნდს  მოუწოდებს ჩავიდნენ ადგილზე და აღკვეთონ საკრებულოს შენობაში მიმდინარე დაპირისპირება, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

კომიტეტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს“ წევრებმა  ზაზა გაბუნიას მიმართეს. მათი მოთხოვნა იყო, რომ კომიტეტზე ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელათ. გაბუნიამ ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებების შემდეგ შესვენება გამოაცხადა. რის შემდეგაც კომიტეტის სხდომის დარბაზში ენძელა მაჭავარიანმა ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირდა, კარლო კოპალიანი კი თინა ბოკუჩავას.

კოპალიანმა განაცხადა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობა” მას 26 მაისის და სხვა აქციების დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდა. თინა ბოკუჩავამ კი კოპალიანს ურჩია ,,ხელების ბიძინა ივანიშვილისთვის ებრახუნებინა“.

ამის შემდეგ ენძელა მაჭავარიანმა დეკანოიძეს მიმართა და განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის უფლება არ აქვს.

,,თქვენი დრო დამთავრდა… ვიდრე იმათ ცემაზე თქვენ არ აგებთ პასუხს, მანამდე თქვენი გამოჩენა საზოგადოებაში იქნება პრობლემა, უნდა გრცხვენოდეთ“- მიმართა დეკანოიძეს მაჭავარიანმა.

რაზეც დეკანოიძემ მოკლე რეპლიკით უპასუხა და უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილთან წასულიყო.  “ბიძინა ივანიშვილი შენს წონაში არ გამოდის საყვარელო და პირი გამოირეცხე“- უთხრა დეკანოიძეს მაჭავარიანმა.