LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილის ბიტკოინის ქარხანა თბილისის მეტროზე 5-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს”

1401

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გლდანში განთავსებული ბიტკოინის ქარხნის შესახებ ახალ ინფორმაციას ეხმიანება.

მისი თქმით, ის რომ ლდანის ბიტკოინის ქარხანა მოიხმარს თბილისის მეტროპოლიტენზე 5-ჯერ, საქართველოს რკინიგზაზე კი 2-ჯერ მეტ ელექტროენერგიას, პარაზიტულ ეკონომიკაზე მეტყველებს.

ამასთან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში, ამ ქარხნის წვლილი ნულია.

“180 კაცი ჰყავს გორში და გლდანში დასაქმებული და მხოლოდ მათი ხელფასია სქართველოს შემოსავალი. ერთი მაკდონალდსის რესტორანი უფრო მეტს ტოვებს( იბეგრება ყველანაირად), ვიდრე ეს ყველაფრისგან თავისუფალი ”საწარმო”. 360 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია წელიწადში, რომელიც რეალურ ეკნომიკას შეიძლება მოხმარებოდა-ეს არის ან ჰიდროელექტროსადგურებისათვის ჩაძირული მიწები და გარემოზე მიყენებული ზიანი ან ათეულ მილიონობით უცხოური ვალუტის გადინება დენის იმპორტისათვის.

ამ ე. წ. ”თავისუფალ ზონაში” ახალ-ახალი კრიპტოვალუტის ”მომპოვებლები” შემოდიან და ენერგეტიკაზე მიყენებული ზიანი კიდევ უფრო მეტი იქნება”, – წერს რომან გოცირიძე.

აღსანიშნავია, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Bitfury-მ გლდანის დატა ცენტრი აზიურ კომპანიას მიჰყიდა.

გოცირიძეს უცხო ქვეყნის მაგალითებიც მოჰყავს. როგორც ის ამბობს, ბიტკოინის მოპოვება ისლანდიის ენერგეტიკასაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მასზე უფრო მეტი ელექტროენერგია იხარჯება, ვიდრე მოიხმარს 340 ათასიანი ქვეყნის მოსახლეობა.

“ისლანდიაში ელექტროენერგიის ასი პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიიღება. იგი ცივი ქვეყანაა და ამ ენერგოვამპირი ”საწარმოების” გასაგრილებლად 12-ჯერ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარება, ვიდრე ცხელ საქართველოში, თანც ბიუჯეტშიც საკმაო ფულს იხდიან. ჩვენსავით კი არ არიან ყველანი გადასახადისაგან განთავისუფლები. არც 18 ჰექტარი მიწა უჩუქნიათ და არც შეღავათიანი ელექტროენერგია მიუციათ. მიუხედავად ამისა, პრობლემები უკვე გაჩნდა.

ჯერ სადა ვართ. რამდენ დამატებით დენს შეჭამს ივანიშვილის გორი-გლდანის მუქთამჭამელა საწარმოები ამას სულ მალე ვნახავთ.

ზოგი გადასახადის გადახდით წელში წყდება, ზოგისთვის საგადასახადო ოაზისია.

უცნაური ისაა, რომ ამას დამცველებიც რომ გამოუჩნდებიან ხოლმე.

ნეტავ რა რჯით?!”, – წერს გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები