LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილის ექიმის გვარია შმუინიცი – ახლა ის მიუნჰენში მკურნალობს”

73

ჟურნალისტი ელისო კილაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თემას ეხმაურება.

კილაძის თქმით, ივანიშვილის ექიმის გვარია შმუინიცი, რომელიც ჯერ საქართველოში ზედამხედველობდა მას სტენოკარდიული შეტების მერე, ახლა კი მიუნჰენში მკურნალობს.

კილაძე ასევე “ქართული ოცნების” წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ “პანიკაში არ ჩავარდნენ და რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გასულ კვირას ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა. თუმცა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა უარყვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები