LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება – მამუკა მდინარაძე

37

“ბიძინა ივანიშვილის რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება მმართველი გუნდისთვის და ეს აისახება არა მხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ქვეყანაზე,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. ოპოციზიის მოსაზრებით ივანიშვილის  ინტერვიუდან იკვეთება, რომ თავად არის მმართველი.

“ძალიან ტენდენციური უნდა იყო გუშინდელი ინტერვიუს მომსმენი ადამიანი, რომ დაინახო ის, რაც არავის უთქვამს. რეალურად, ბატონი ბიძინა არის პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, პარტიულ ფორმატში ის ერევა გადაწყვეტილების მიღებაში და არა იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეუძლია პარტიის ხელმძღვანელს. მისი როლი ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მმართველი გუნდისთვის და ეს აისახება რა ამხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ქვეყანაზე. მისი ყოველმხრივი რესურსი უნდა გამოიყენოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე სახელმწიფომ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები