LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის რეზიდენციაში გადასატანი ხე ტრანსპორტირებისას დაზიანდა

56

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი გვარადან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ხეების გადატანის პროცესი შეჩერდა. მიზეზი ტრანსპორტირებისას ერთ-ერთი ასწლოვანი ხის დაზიანებაა.

არსებული ინფორმაციით, 100 წლოვან ხეს დაუზიანდა სპეციალური ქოთანი და ფესვები.

ქობულეთის სოფელ გვარაში, ხეების ტრანსპორტირება ამ დროისთვის შეჩერებულია და მიმდინარეობს გადასატანი ქოთნის აღდგენითი სამუშაოები.

აჭარის, კერძოდ კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ექსპრემიერის რეზიდენციაში გადასატანად, ათეულობით ხეა გამზადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები