LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის სახლთან აქცია დასრულდა (ფოტორეპორტაჟი)

106

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია დასრულდა. ისინი ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემას აპროტესტებდნენ, თუმცა აქციაზე იყო პოლიტიკური მესიჯებიც.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს დაიცვან საკუთარი ხმები, მივიდნენ არჩევნებზე და დაამარცხონ ივანიშვილის მმართველობა.

ასევე, აქციის მონაწილეები ყოფილი პრეზიდენტის სახელს სკანდირებდნენ.

მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და ყოფილი პრემიერის ბიზნესცენტრთან დასრულდა. სწორედ აქედან მიმართეს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მის მხარდამჭერებს.

მათ ბიზნესცენტრის შესასვლელთან პლაკატები გააკრეს წარწერით “ფაროსანა”. გამოსვლებში კი აღნიშნეს, რომ ივანიშვილი ქვეყნის მთავარი ფაროსანაა.