LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილისგან და გახარიასგან მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება არაფორმალურ მმართველობაზე – ანა ნაცვლიშვილი

96

პროცესების ფიგურანტი ორი პირისგან – ბიძინა ივანიშვილისგან და გიორგი გახარიასგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

„ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან გვესმოდა არაერთი გონივრული ეჭვი საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. არ მგონია, თავად ფიგურანტებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული მათი აღიარების მძიმე შედეგები საქართველოს იმიჯისთვის,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები