LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა აჭარიდან ხეების გატანა განაახლა

130

აჭარიდან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული და შესყიდული მრავალწლოვანი ხეების გურიაში, კერძოდ შეკვეთილში გადატანის პროცესი მალე განახლდება. ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან რამდენიმე ძირ ხეს ამზადებენ გადასატანად – მაგნოლიები, ტიტას ხეები, ჭადარი და სხვ. ხეების გატანის მიზნით, რამდენიმე მიმართულებით გზები გაჰყავთ. სპეციალისტების შეფასებით, ეს პროცესი შეიცავს ციხისძირში ლანდშაფტის დაზიანების რისკებს.

ხეების გადატანაზე კვლავ კომპანია „ზიმო“ მუშაობს. კომპანიაში არ აზუსტებენ რამდენი ძირი ხის გადატანაა კიდევ დაგეგმილი და რა თანხა იხარჯება ხეების გატანასა თუ გზების კეთებაზე: „ბევრია. ძირითადად კერძო მესაკუთრეების ტერიტორიებზე“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეკვეთილში დენდროლოგიური პარკს აშენებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო “ბათუმელები”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები