LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა – ირაკლი კობახიძე

22

ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევანის ეთერში განცხადა. როგორც ირაკლი კობახიძებ აღნიშნა, პარტიას ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს შერჩეული.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებას საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში წარუდგენს.

„ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის იქნება უშუალოდ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ის უხელმძღვანელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩემთვის არის მისი პოზიცია ცნობილი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები