LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილს, ყველა ფეხის ნაბიჯზე, პოლიტიკური ალიყური უნდა მოხვდეს”

59

ჩემთვის ნამდვილად გულსატკენია და სამწუხაროა, რომ სანდრა რულოვსი არჩევს განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს,- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

ჩემთვის, როგორც ამ პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი წევრისთვის, ნამდვილად გულსატკენია და სამწუხაროა, რომ ქალბატონი სანდრა ასე უყურებს ამ პროცესს და არჩევს განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს. ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია. მე ვარ ახლა ქალაქ ზუგდიდში და ვაგრძელებ ბრძოლას მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

მე გამიხარდებოდა, სანდრა რულოვსს გაეგრძელებინა თავისი კამპანია ზუგდიდში, მით უმეტეს ამ ოლქში გამგებლის კანდიდატად კენჭს იყრის ჩვენი გუდის წვერი, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ჩემი აზრით არ არის კარგი ჟესტი მის მიმართ.

მე რომ ვყოფილიყავი სანდრას ადგილზე, სამართლიანად უნდა მიმეღო კრიტიკა ჩემი მეგობრების მხრიდან, ვინაიდან მიტოვება სწორედ მაშინ არის იმ შენი ამომრჩეველის, როდესაც შენ არ აპირებ ბრძოლას მეორე ტურში.

ბრძოლა მეორე ტურში იქნება ძალიან რთული. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ჩვენი შანსები ყველა ოლქში არის დიდი, მაგრამ ბრძოლაში არ შესვლა და ბრძოლისაგან თავის არიდება არის უბრალოდ მიუღებელი. ივანიშვილს, ყველა ფეხის ნაბიჯზე, სადაც შესაძლებელი იქნება, პოლიტიკური ალიყური უნდა მოხვდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები