LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა

61

ივლისში საქართველოში საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 167 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, ივნისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 174.3 ლარი იყო.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში შემცირებულია საშუალო მომხმარებლისა (148.1 ლარი) და საშუალო ოჯახის (280.4 ლარი) საარსებო მინიმუმები.
რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 236,9 ლარია, სამსულიანის 266,5 ლარი, ოთხსულიანის კი – 296,1 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები