LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში საქართველოს 1 მილიონამდე ვიზიტორი ეწვია

44

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (982.487 ვიზიტორი). ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლია მელაძემ ისაუბრეს. მათი განცხადებით, მსგავსი მონაცემი საქართველოს ისტორიაში ჯერ არც ერთ თვეში დაფიქსირებულა.

წარმოდგენილი მონაცემებით, თითქმის 33%-ით არის გაზრდილი ტურისტების რიცხვიც. ივლისის თვის მაჩვენებლით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 519.349 შეადგინა, რაც 128.651-ით მეტია 2016 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა + 32.9%).

2017 წლის ივლისის ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან (+60.4%), სომხეთიდან (+25.4%), აზერბაიჯანიდან (+13.8%), თურქეთიდან (0.6%) და ირანიდან (85.8%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩეოდნენ ნიდერლანდები +43%, გაერთიანებული სამეფო +34%, გერმანია +33% და საფრანგეთი +33%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიბანი +579%, იორდანია +373%, საუდის არაბეთი +254%, ქუვეითი +207%, ირანი +86% და აშშ +65%.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, 2017 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით საქართველოს იანვარ-ივლისში 3 978 657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572, 195-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +16.8% – ია).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7 მილიონს გადააჭარბებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები