LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში ეკონომიკა 4,6 პროცენტით გაიზარდა

66

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 4,6 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,6 პროცენტი, 2017 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,0 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებითვე, ივნისში საქართველოდან ექსპორტმა 230,8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა კი 642,2 მლნ დოლარი. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ ივნისში 4 474 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები