LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში ქუთაისის აეროპორტი 42 ათასამდე მგზავრს მოემსახურა

178

მიმდინარე წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი რეკორდულად გაიზარდა. აეროპორტის მენეჯმენტის ცნობით, ტერმინალი აღნიშნულ თვეში 41 812 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 94% – ით მეტია.

ამასთან, 66% გაიზარდა აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა და 2017 წლის ივნისის მონაცემები 166 რეისს ითვლის.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში ქუთაისის აეროპორტით 185 358 მგზავრმა ისარგებლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები