LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყალთოს ქუჩის მცხოვრებლის მანქანას მშენებლობიდან ხის დაფა დაეცა – „ნარმანია, დაგეცა მეხი…“

90

იყალთოს ქუჩის მცხოვრები იზაბელა ლომაია აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ დაზიანდა მისი მანქანა მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ხის დაფის გამო. ის აღნიშნავს: „გადავრჩი, დილის 10 საათი“. როგორც ჩანს, ამ ქუჩაზე მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც აშკარად აკლია მფლობელების ყურადღება. „ნარმანია, დაგეცა მეხი“, წერს მანქანის მეპატრონე.

ფოტოებს ქვევით შემდეგ კომენტარებს ამოიკითხავთ:

„მართლა გადარჩენილხარ…“

„სრული განუკითხაობაა. ჩემ პირდაპირ მშენებლობაა, ღამის ორ საათამდე აკაკუნებენ, არავითარი უსაფრთხოების ნორმები დაცული არაა. როდის, ვინ და რა ჩამოვარდება, არავინ იცის“

„კიდევ კარგი, გადარჩი…“

„ეს რა საშინელებაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები