LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება 20-ინი წლების კულტურის და არქიტექტურის კიდევ ერთი ძეგლი – ძველი კინოსტუდიის პავილიონი

447

ფეისბუკმომხმარებელი სოციალურ ქსელში, გასაყიდად გამოტანილი ძველი კინოსტუდიის შენობის ამსახველი ფოტოს ავრცელებს – „იყიდება 20-ინი წლების კულტურის და არქიტექტურის კიდევ ერთი ძეგლი – ძველი კინოსტუდიის პავილიონი! თუ რა მოაქვს კულტურის კერების პრივატიზებას, კინოთეატრ “აპოლოს” მაგალითზე ვნახეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული კინოსაზოგადოება აღმოჩნდა სრულიად უნიათო, წინ აღდგომოდა კინოსტუდიის ხელმძღვანელობისა და ცალკეული პირების მავნებლობას, როცა მათ ეს პავილიონი, სრულიად უნიკალური ძეგლი, გაასხვისეს.
რა ბედი ეწევა ამ შენობას, ძნელი სათქმელია.
პირადად მე მქონდა იდეა, ძველ პავილიონში დაგვეფუძნებინა ქართული კინოს მუზეუმი, რომელიც იქნებოდა ცენტრალური ინსტიტუცია ამ სივრცეში. მის პარალელურად აქ იარსებებდა უამრავი კულტურული თუ კომერციული ობიექტი, რომელთა ერთობლიობა ახალ, თანამედროვე, უაღრესად საინტერესო ატრაქციონად აქცევდა ამ შენობას. მით უმეტეს, რომ ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, რომელიც “ქართული ფილმის განვითარების ფონდის” საკუთრებაა, გარკვეული ამბიციური გეგმები არსებობს. ამ უბანშია ასევე კინოსთან დაკავშირებული კიდევ ორი ძეგლი: კინოთეატრი “აპოლო” და თეატრის, კინოს, მუსიკისა და ცეკვის მუზეუმი, ასევე კინომსახიობთა თეატრი.
ისღადაგვრჩენია, ვიმარჩიელოთ, რასმოიმოქმედებსახალიმესაკუთრე. დიდიშანსია, რომდაანგრიოსდაკორპუსები (ანფეშენებელურისასტუმრო) წამოჭიმოს.

კარგი იქნება, თუ ქალაქი და კულტურის სამინისტრო დაინტერესდება ამ ძეგლის ბედით.“

 

https://www.facebook.com/gaga.chkheidze.777/posts/903975029778721

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები