LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება ჰაერი, სუფთა ჰაერი – 47 დოლარად

374

შვეიცარულმა კომპანიამ Swiss Alpine Air ალპების ჰაერის გაყიდვა დაიწყო. ჰაერი 7 ლიტრიან ცილინდრებშია მოთავსებული და 120 ჩასუნთქვაზეა გათვლილი. ამასთან, აღნიშნული ცილინდრები აღჭურვილია ინდივიდუალური ნიღაბით.

როგორც რუსული გამოცემა lenta.ru იუწყება, პროდუქცია ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი და მისი შეძენა Swiss Alpine Air-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. საქონლის ღირებულება 47 დოლარია.

Swiss Alpine Air-ში ფიქრობენ, რომ ალპების ჰაერის გაყიდვით, მსოფლიოს დაბინძურებულ ქალაქებს სუფთა ჰაერით მოამარაგებენ. კომპანია საკუთარი პროდუქციის პოტენციურ მყიდველებად ჩინეთის მაცხოვრებლებს მოიაზრებს, ვინაიდან, ჩინეთი ერთ-ერთი  ყველაზე დაბინძურებული ატმოსფეროს მქონე ქვეყანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები