LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო გეი – არის პატივი: მოსკოვში ლგბტ აქტივისტებმა საზრიანი აქცია მოაწყვეს (ფოტო)

145

„იყო გეი – არის პატივი“. ლგბტ-აქტივისტებმა საფეხბურთო მაისურებისგან ცისარტყელას დროშა შეადგინეს და პიკეტი გამართეს.
ექვსმა უცხოელმა აქტივისტმა მოსკოვის ცენტრალურ რაიონში აქცია მოაწყო, თუმცა ისინი პოლიციას არ დაუკავებია.

გულშემატკივრებმა გონებას მოუხმეს: მათ სხვადასხვა ფერის ექვსი საფეხბურთო მაისური ჩაიცვეს, რითაც ცისარტყელას ფერები ააწყვეს.

„მე შევხდვი მათ, ვისაც შემიძლია ძმები და დები ვუწოდო. ეს შესანიშნავი, კეთილი, ძლიერი ხალხია. სამი დღე, რომელიც თქვენთან გავატარე, უფრო მეტია, ვიდრე თავად ცხოვრება, მასწავლეთ, რომ იყო გეი – ეს პატივია“, – დაწერა ერთ-ერთმა აქტივისტმა მატეო ფერნანდესმა ინსტაგრამზე.

რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აკრძალულია.
შესაბამისი კანონი ძალაში 2013 წელს შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები