LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზორია: “გვსურს, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს საბრძოლო საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”

87

გვსურს, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს საბრძოლო საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სათანადო აღჭურვისთვის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. მინისტრმა დღეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში ამერიკელი სენატორების დელეგაციას უმასპინძლა.
„გასულ წელს მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. სულ რაღაც ერთი თვის წინ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ჩარჩო-გეგმას სამი წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები და ამ მიზნების განხორციელებას უკვე წელს შევუდგებით. კერძოდ, გვსურს, მაქსიმალურად მეტი ინვესტიცია ჩაიდოს შესაბამისი საბრძოლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განვითარების სათანადო აღჭურვისათვის და ის რეფორმები, რომელიც თავდაცვის უწყებაში უკვე მიმდინარეობს, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით უფრო თავსებადი გახდეს ნატოსთან“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები