LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა ქარსელაძე: „ძალიან სწრაფად და უშნოდ „გავევროპელდით“

156

ჯაბა ქარსელაძე ესპანეთში ცხოვრობს, თბილისში მეგობრის, თეონა დვალის ქორწილისთვის ჩამოვიდა და ერთ კვირაში უკან ბრუნდება. იქ ბიზენსკოლებში ასწავლის და ასზე მეტი სტუნდეტი ჰყავს.

ჯაბა „ფორტუნა პლუსზე“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა, სადაც დღევანდელ ქართულ შოუბიზნესზეც ისაუბრა და იმაზეც, რატომ „გავევროპელდით“ სწრაფად და უშნოდ.

რა ხდება შენი, როგორც მომღერლის კარიერაში?

ჩემთვის ყოველთვის ჯერ ბიზნესი და ფინანსები იყო და შემდეგ სიმღერა. ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ ეს მეორადი პროფესიაა. ახლა სპონტანურად ვარ ჩამოსული, თუმცა ახალი წლისთვის სიმღერებით ჩამოვალ, რომელთაგან ერთი ქავერი იქნება და სხვადასხვა გადაცემაშიც მივალ სტუმრად.

როგორია შენი თვალით დანახული დღევანდელი ქართული შოუბიზნესი?

როდესაც მე ვმღეროდი აქტიურად, მაშინაც ვამბობდით, რომ საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობდა. თურმე ყოფილა მაშინ, მაგრამ დღეს ნამდვილად არ არსებობს. ძალიან განვიცდი ამ საკითხს, რადგან როდესაც სხვა არაფერი შეგიძლია, ამ ქვეყანაში თავის რჩენა შეუძლებელია.

რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს. მგონია, რომ ძალიან სწრაფად და უშნოდ „გავევროპელდით“. უცებ გადმოვიღეთ ბევრი ცუდი. ბევრს „უტყდება“ ქართველი მომღერლის კონცერტებზე სიარული: „გოიმობად“ მიიჩნევა ქართველის მოსმენა და „სვეცკობაა“ ბიონსესა და შაკირას მოსმენა.

ბევრი მთავრობას ადანაშაულებს

ვერ დავეთანხმები. მთავრობამ, უბრალოდ, არ უნდა შეგიშალოს ხელი კონცერტის გამართვაში, მეტი რა უნდა ქნას?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები