LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯამიროქუაი“ ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალს გახსნის!..

80

„ჯამიროქუაი“ საქართველოს მეორედ ესტუმრება. „ისტერნ პრომოუშენი“ ბრიტანულ ფანკ და ჯაზჯგუფს უკვე მეორედ ეპატიჟება. „ჯამიროქუაის“ თაყვანისმცემლებისთვის კონცერტი განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ვინაიდან წელს მათ ახალი ალბომი გამოსცეს. პირველი ტრეკი, რომლითაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს, ელექტრონული მუსიკის ელემენტებითაა გაჯერებული ფანკთან, დისკოსთან და რიტმ ენდ ბლუზთან ერთად.

ჯგუფი 1992 წელს დაარსდა. მისი საუკეთესო და ყველაზე ცნობილი სიმღერა გახლავთ „Virtual Insanity“, რომელმაც 1997 წელს 4 MTV Video Music Awards მოიპოვა და ამავე წელს დაიმსახურა „გრემიც“ საუკეთესო პოპპერფორმანსისთვის.

„ჯამიროქუაი“ ჯაზფესტივალის პირველი სტუმარი იქნება. ვისაც წლების წინ ჩატარებული კონცერტი ახსოვს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ მსმენელს კოსმიური სიამოვნება ელის წინ. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ალბომის ნამუშევრებთან ერთად მოვისმენთ იმ ძველსაც, რითაც „ჯამიროქუაი“ მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უდაოდ შექმნა საკუთარი ხელწერა მუსიკალურ სამყაროში, რომლის გამეორებასაც ბევრი ცდილობს.

ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორი და წარმდგენია „თიბისი სტატუსი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები