LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მიმართულებით მერიის ბიუჯეტი, შესაძლოა, 2 075 300 ლარით გაიზარდოს

87

თბილისის მერიის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის მიმართულებით, თბილისის მერიას ბიუჯეტი 2 075 300-ით ეზრდება. აქედან, აუტიზმის პროგრამის ბიუჯეტს 377 000 ლარი ემატება, რომლითაც წლის ბოლომდე 700 ბავშვის დაფინასნებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” (FAD) ხელმძღვანელი, მარი კორკოტაძე, ავრცელებს. მარი კორკოტაძე საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, სადაც ბიუჯეტი განიხილეს.

“მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აუტიზმის პროგრამის ბიუჯეტი ნახევარი მილიონით გაიზრდება და იანვრიდან მომლოდინეთა სიაში არცერთი ბავშვი დარჩება და ყველა დაფინასდება. ჩემს კითხვაზე, რა ბედი ეწეოდათ იმ ბავშვებს, ვინც სამომავლოდ მიმასთავენ მერიას დასაფინანსებლად, გელა ჩივიაშვილმა არ გამცა პასუხი და ჩემი იგნორირება მოახდინა. ბოლოს წევრებმა თქვეს: “დღეს 2017 წლის ბიუჯეტს განვიხიალვთო”. არაუშავს, როდესაც 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა იქნება, იქ დავუსვამ ამ კითხვას!”- წერს სოციალურ ქსელში მარი კორკოტაძე.

https://www.facebook.com/mari.korkotadze/posts/10212199742282281

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები