LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრმა ყიზილაჯლოში დაშავებულები მოინახულა

88

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, სოფელ ყიზილაჯლოში  „ქართული ოცნების“ დაშავებული წარმომადგენლები მოინახულა.

ჯანდაცვის მინისტრის იფორმაციით, ორ დაშავებულს ოპერაცია უკვე  ჩაუტარდა და მათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დასჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება, კლინიკაში რჩება კიდევ ორი დაშავებული.

„ორი ოპერაცია დამთავრდა. პაციენტების მდგომარეობა შემდეგნაირია: ერთის მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის. დანარჩენი ორი პაციენტი, რომლებიც ასევე ამ კლინიკაში არიან მოთავსებული, მსუბუქად არიან დაჭრილები. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლის ოპერაციაც დამთავრა, მათ დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა,“  – განაცხადა სერგეენკომ.

„ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. დაჭრილებს შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს დეპუტატი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები